quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ განაჩენი დაადგინა

28-10-2013

2013 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას და ამჟამად ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის მიმართ.

ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირი უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; 

ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ორი და მეტი თავისუფლებაშეზღუდული პირი დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს. 

გარდა ამისა, ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირი უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

საქმის არსებითად განხილვისას ბაჩანა ახალაიამ თავი არ სცნო დამნაშავე წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარე ისარგებლა საგამონაკლისო უფლებით და პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე და ბრალდებული ბაჩანა ახალაია. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდების მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამისად მათი სხდომაზე ზეპირი გამოკვლევა არ მომხდარა. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე შეკრებილი მასალების შეფასების შედეგად, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 333- მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; სასამართლო ასევე, ყველა ბრალდებულს მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 333- მუხლის მესამე ნაწილის ,,და ,,/პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1443- მუხლი მოიცავს აღნიშნულ დანაშაულს და ცალკე კვალიფიკაცია არ საჭიროებს; 

სასამართლო ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე დამნაშავე ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1443- მუხლის მეორე ნაწილის ,,”, ,,’’, ,,”, ,,და ,,/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენაში და თითოეულ მათგანს ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, მათვე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; 

2012
წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ ყველა ბრალდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლითა და 9(ცხრა) თვის ვადით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის და 3(სამი) თვის ვადით; ასევე ბაჩანა ახალაიას დამატებითი სასჯელი სახით განესაზღვრა ჯარიმა">ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - ჯარიმა">ჯარიმა 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლებულნი იქნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია