quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

29-10-2013

2013 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლო ფოიეში ურთიერთშელაპარაკება მოხდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და მოქალაქე იაკობ ჩქვანავას შორის, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მხარეებმა დაარღვიეს წესრიგი და სასამართლოსადმი გამოხატეს აშკარა და უხეში უპატივცემულობა. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. იაკობ ჩქვანავასა და ლევან ბაჩიაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატური სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარემ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მანდატური სამსახურის თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათები და თანდართული მასალები და სასამართლო ტერიტორიაზე მყოფ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და მოქალაქე იაკობ ჩქვანავას დააკისრა ჯარიმა">ჯარიმა, თითოეულს 500-500 ლარის ოდენობით. თავმჯდომარის განკარგულება არ საჩივრდება და აღსრულებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია