2013 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ოთარ მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მას ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არაერთგზის.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ გაიზიარა სასჯელი">განსასჯელის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის საფუძველს. სასამართლოს პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და არ იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, რამდენადაც დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებები ურთიერთშეუსაბამო იყო და ერთსა და იმავე შემთხვევას განსხვავებულად აღწერდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. |