quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

31-10-2013

2013 წლის  31 ოქტომბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა  წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ  ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ.


საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი  თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ბრალდებულები მამუკა აბაშიძე, დავით ჩუბინიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე და დავით ვეკუა შს იმჟამინდელი მინისტრის დავალებით,   იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით,
ახორციელებდნენ სპეცრაზმელების  წამებას, დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავე მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას  დამნაშავედ ცნობისა და მათ  მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.  

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა  23 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის  და  63 ბრალდების  მოწმე, აქედან 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული

მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემა 14 დღის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო 
სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია