თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტ თეონა ქ-ს საჩივარი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 29 ოქტომბერს გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აპელანტი თეონა ქ. ქალაქ თბილისის მერიისგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე – ნანა კობახიძის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 10 აპრილის №443 განკარგულება თეონა ქველაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად აპელანტი თეონა ქ. აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
ასევე ქ. თბილისის მერიას თეონა ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრა 3 თვის სარგოს ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
|