quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს მცხეთის რაიონული სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე

14-11-2013

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით მცხეთის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
  
   სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 (სამი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლო სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ზოგადად სასამართლო საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.


  
 სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.


   
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
) საქართველოს კონსტიტუცია;
) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/310 ადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
       "", "" და "" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.


   
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო ოთხოვნებს, მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) უნდა წარმოადგინონ:


) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
) CV;
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);


   
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

   

       საბუთების წარდგენის ვადა 2013 წლის 15 ნოემბერიდან  28 ნოემბრის  ჩათვliT, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

     კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს  სამი  კვირისა.

 

     დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე:, ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17 ტელ:  (0322) 51-36-98

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია