| 
                	
                    
                     ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 13 ნოემბერს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებულ  გ.ტ.-ს მიმართ.  მას ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში, რომელიც ჩადენილია დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით.  
  
ამავდროულად, გ.ტ.-ს მიმართ საქმე აღძრული იყო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენის მუხლითაც ( სსკ-ის 138 მუხლის პირველი ნაწილით) და ქურდობის მუხლითაც (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით). 
  
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს ხოლო, ყოველგვარი ეჭვი რომელიც ვერ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 
  
 შესაბამისად, სასამართლომ საქმის არსებით განხილვაზე უდანაშაულოდ მიიჩნია ბრალდებული გ.ტ.  სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სხვა წარდგენილ  ბრალდებებში  გ.ტ. დამნაშავედ იქნა ცნობილი.                   |