quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა ჟურნალისტებთან მედიაციის თემაზე

14-11-2013

2013 წლის 14 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოში მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია გააცნო. 

ქართულ სამართლებრივ სივრცეში მედიაციის ამოქმედების ინიციატორი სასამართლო ხელისუფლება გახლდათ. მედიაცია ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრას. 

მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო უნარებით აღჭურვილი ადამიანი, რომლის ამოცანაა, დაეხმაროს მოდავე მხარეებს დიალოგის წარმართვასა და მათთვის მისაღები, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში.

მედიაციის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, სასამართლო ხელისუფლება უკვე ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

პროცესში აქტიურად არიან ჩართულები: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 

სპეციალური კონკურსის საფუძველზე შეირჩა 16 პიროვნება, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური მომზადების ტრენინგები, სადაც მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო კლასის ბრიტანელი, ამერიკელი, გერმანელი და ჰოლადიელი ექსპერტები. 

მედიაციისთვის გამოყოფილია სპეციალური ოთახები თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკემბრის დასაწყისიდან გაიმართება მედიაციის პროცესები. მომავალში მედიაციისთვის ასევე გამოიყოფა სამუშაო სივრცე ”მართლმსაჯულების სახლში”, რომლის პრეზენტაცია მომავალ წელს არის დაგეგმილი. 

14 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში იმ ოთახების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მედიატორებს შესაძლებლობა ექნებათ საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ასევე ჩაატარონ მედიაციის პროცესები. მედიატორებს კონკრეტულ საქმემხარეთა შეთანხმებით მოსამართლე უგზავნის. 

მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედებით მოხდება სასამართლოს განტვირთვა იმ კონკრეტული საქმეებისგან, რომლებიც კანონის თანახმად, მედიატორების განხილვას დაექვემდებარება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია