quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

15-11-2013

2013 წლის 14 ნოემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, გიორგი ნემსიწვერიძის და ძებნაში მყოფ აშოტ მანუკიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

მათ ბრალად ედებოდათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური დანაშაული, ასევე დანაშაულის ჩადენა მმართველობის წესის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში. 

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 26  სასამართლო სხდომა, მოწმის სახით დაიკითხა  ბრალდების 44   მოწმე და 6 ბრალდებული.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, შესაბამისად გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა  განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდებათ გირაოს შემტან პირებს. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას ბრალად შერაცხულ ქმედებებში და გახდებოდა საფუძველი მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში გადაეცემათ. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია