quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა

18-11-2013

თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივრით მიმართა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. ლეიბორისტული პარტია, სასამართლოსგან ითხოვდა  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის №498/2013 განკარგულების და 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას.

ლეიბორისტულ პარტიას მიაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, აპელანტი განმარტებით დარღვევები გამოვლინდა სხვადასახვა საარჩევნო უბნებზე.

კერძოდ, მთელ რიგ საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ არის მითითებული შედგენის დრო და თარიღი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში მონიშნულია კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გარკვეულ ნაწილს ხელს არ აწერენ კომისიის წევრები და თავმჯდომარე, აგრეთვე დისბალანსია სხვადასახვა საარჩევნო უბანში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

სასამართლო მსჯელობის შედეგად განმარტა რომ: ”საქართველოს საარჩევნო კოდექსშიარჩევნების კონსტიტუციური ვადების მხედველობაში მიღებით, იმპერატიულადაა გაწერილი საარჩევნო პროცედურების დარღვევის დაფიქსირებისა და გასაჩივრების ვადები და წესი.

რამდენადაც, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ არ გამოიყენა საქართველოს საარჩევნო კოდექსი გაწერილი პროცედურები და კანონიერ ვადაში დადგენილი წესით არ დააფიქსირა  ის დარღვევები, რომელზეც ამყარებს საკუთარ სარჩელს, ლეიბორისტულ პარტიას წაერთვა პროცესუალური შესაძლებლობა მოეხდინა აღნიშნული ფაქტებით აპელირება და მათთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება.  

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მიიღო გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება უცვლელად დატოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილოს ლეიბორისტული პარტიის საჩივარი.  

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია