quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა

28-11-2013

2013 წლის 26 ნოემბერს, თბილისის სასაქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ  სრულად დააკმაყოფილა სს  ”თელასის” მიმართ, 19 გათავისუფლებული თანამშრომლის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2012 წლის ზაფხულში სს ”თელასის” კომერციული საქმიანობის სამმართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ მიმართ განხორციელდა ზეწოლა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერის მიზნით, რასაც თან ახლდა მუქარა და იძულება, ზოგ შემთხვევაში - მოტყუებაც განცხადების დაწერის საჭიროების თაობაზე. შედეგად, სს ”თელასმა” მოსარჩელეები გაათავისუფლა, მათი - დასაქმებულების მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების მოშლის საფუძველზე.

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი  სს ”თელასის” ადმინისტრაციის მხრიდან არამართლზომიერი ზეწოლისა და მუქარის მტკიცებულებები, შედეგად მოსარჩელეთა გათავისუფლებაც მათივე განცხადებების საფუძველზე, კანონის სრული დაცვით მოხდა.

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები -  მხარეთა ახსნა- განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები  და მიიჩნია რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ ხელმოწერილი განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ, არ გამოხატავდა მათ თავისუფალ ნებას და სს ”თელასის”  მხრიდან  ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის იძულების, მუქარისა და მოტყუების ფაქტებს, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლომ ბათილად სცნო მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, აღადგინა ისინი პირვანდელ თანამდებობებზე და სს ”თელასს” დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია