quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მე-6 სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება

29-11-2013

2013 წლის 2 დეკემბერს 10 საათზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით,   დამამძიმებელ გარემოებებში ნიკოლოზ მენთეშაშვილის  განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება,  ბრალდებულების, ძმები - ბეჟაშვილების მიმართ.  გიორგი ბეჟაშვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ნიკოლოზ მენთეშაშვილის  განზრახ მკვლელობა, ხოლო  ნიკა ბეჟაშვილს ხულიგნობის ჩადენა, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევითა და  საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობით.  კერძოდ, 2013 წლის 28 მაისს,  სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში, გიორგი ბეჟაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, განიზრახა ნიკოლოზ მენთეშაშვილის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით,  ბრალდებულმა თანნაქონი  დანით   ნიკოლოზ მენთეშაშვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად,  ნიკა ბეჟაშვილმა იმავე დღეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ.ხ-ს, რის გამოც გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებითა და   საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, 12 ძირითადი და 3 სათადარიგო მსაჯული შეირჩა.  მსაჯულები  უშუალოდ ჩაერთვებიან სს საქმის არსებით განხილვაში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.  ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს მსაჯულთა ვინაობის გამხელა ეკრძალებათ.

 

სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება  ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა.  სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია