2013 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიატორთა პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა მედიაციის საორგანიზაციო და ტექნიკური დეტალები განიხილეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მედიაციისთვის განკუთვნილი ოთახები დაათვალიერეს.
მედიატორებმა ერთი წლის მანძილზე ინტენსიური და კომპლექსური ტრენინგები გაიარეს მედიაციაში CEDR-ის (ბრიტანელი ექსპერტები), ასევე, ამერიკელი, გერმანელი და ჰოლანდიელი ექსპერტების ხელმძღვანელობით. შედეგად, თექვსმეტმა მედიატორმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
მედიაცია - ეს არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, სადაც გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები. ამასთან, დავის გადაწყვეტის ტრადიციული მეთოდისაგან განსხვავებით, მედიაცია გაცილებით სწრაფი და ნაკლებხარჯიანი პროცედურაა.
თავად მედიატორი კი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ცდილობს მხარეთა რეალური ინტერესების გამოვლენას და ორივე მხარისათვის სამართლიანი, ღირსეული და მომგებიანი შედეგის მიღწევას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის დაცვა. მედიატორსა და მხარეებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი მედიაციის მიმდინარეობისას გახდა.
მედიაციის პირველი სესია თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 დეკემბერს 13 საათზე გაიმართება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თბილსის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდი www.tcc.gov.ge .
|