quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ სამართალდამრღვევები დააჯარიმა

05-12-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 100-100 ლარის გადახდა დაეკისრათ.

სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიცის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ქ. თბილისში ,,ხანუქას’’ დღესასწაულზე პლაკატებისა და ბანერების დაზიანების გამო,  წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, რის გამოც ისინი დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით.

ღია სასამართლო სხდომაზე, ორივე მათგანმა აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებით. 

საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის სხვა გარემოებათა შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გურამ ფალავანდიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნული პირები ცნო სამართალდამრღვევებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია