quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და მოხელეებმა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს

06-12-2013

აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მის მიზანს სისხლის დონაციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. 

"სასამართლოს, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. აქციის უმთავრესი მიზანია იმ მრავალი დაავადებული ბავშვის დახმარება, რომელიც დღეს ლეიკემიითაა დაავადებული. ჩვენი სურვილია, სასამართლო გახდეს მეტად სოლიდარული, საზოგადოების პრობლემების მიმართ,"- ამბობს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა. 

სისხლის სიმწირის გამო, პაციენტებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. სისხლის დეფიციტია სისხლის ბანკშიც, რის გამოც ოჯახის წევრებს დამოუკიდებლად უწევთ დონორების ძიება. 

"ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აუცილებელია სისხლის პრეპარატები 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მათთვის გაღებულ ყოველ მილიგრამ სისხლს არსებითი მნიშვნელობა აქვს. თავად დონორებისათვის სისხლის გაღება სრულიად უსაფრთხოა, ისინი აბარებენ დაახლოებით 400 მილიგრამამდე სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმი თავად იწყებს სისხლის აღდგენასა და განახლებას, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის" - აცხადებს სისხლის ბანკის ექიმი ტრანსფუზიოლოგი ქეთევან ხუციშვილი.

სისხლის გაცემის აქცია პერნამენტულ ხასიათს მიიღებს და ის წელიწადში 2-ჯერ ჩატარდება, სააპელაციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შეუერთდებიან ამ საქველმოქმედო აქციას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია