quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ჩხატარაშვილის პატიმრობა შეეფარდა

09-12-2013

2013 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ბრალდებულ დავით ჩხატარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. 

 

მას ბრალად ედება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, კერძოდ, პირის დამცირება, იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით.

 

ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, აგრეთვე, მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ორგანიზება და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

 

სასამართლომ განიხილა პროკურორიშუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები. 

 

სასამართლომ გაიზიარა, პროკურორიდასაბუთება ბრალდებულის მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებული მიემალოს გამოძიებას და არ გამოცხადდეს სასამართლოსა და გამოძიების ორგანოებში. 

 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი მხრიდან საქმეზე შემხებლობის მქონე პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხე, ხოლო სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ბრალდება ეხება მის საქმიანობას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე, რომელიც ბრალდებულს უკვე აღარ უკავია.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 27 იანვარს 12:00 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია