quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ამერიკელი სტუმრები თბილისის საქალაქო სასამართლოში

08-12-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ამერიკელი ექსპერტები სტუმრობდნენ.  

ვიზიტის პირველ დღეს, 5 დეკემბერს, ტენესის შტატის მოსამართლე უილიამ კარტერი, კოლეგებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს ორმხრივი გამოცდილება გაუზიარეს და სასამართლოში საქმის წარმოების, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და წინასასამართლო სხდომების უკვე დანერგილი პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრამდე ამერიკელი კოლეგები რამდენიმე სასამართლო სხდომასაც დაესწრნენ და უშუალოდ დააკვირდნენ საქმეთა განხილვის პროცესს.

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უილიამ კარტერმა, ბრალდებულთა პრობაციის ოფიცერმა ბეტი მილერმა, აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა სტივენ ნეფიმ და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ ლექცია-სემინარი ჩაატარეს. სემინარზე საუბარი შეეხო საქმეთა განხილვაში მოსამართლის როლს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას, მტკიცებით სამართალსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სემინარს საქართველოს საერთო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლეები ესწრებოდნენ.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამერიკელი მომხსენებლების თავჯდომარეობით სასამართლოს წინაშე ბრალდებულის პირველი წარდგენის იმიტირებული სხდომა გაიმართა.

ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში 10 დეკემბერამდე გაგრძელდება და სემინარები პროკურორების, ადვოკატებისა და პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებისათვისაც ჩატარდება.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია