სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ შ. ქ.-ს საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
მსჯავრდებულ შ.ქ.-ს ბრალი ედება ქურდობაში - ანუ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქმედება, რომელიც ჩადენილია წინასწარი განზრახვით ჯგუფის მიერ.
შ. ქ. სხვა პირთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უკანონოდ დაეუფლა 250-300 კილოგრამამდე შავ ლითონს, რომელიც სამუშაო ტერიტორიიდან მოშორებით გადამალა. მოპარული ლითონის რეალიზაციის დროს, იგი დაკავებული იქნა პოლიციის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული შ.ქ. დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის კოდექსის სამართლის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" პუნქტით, რის შედეგადაც სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემდგომ, სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლეთა კოლეგიურმა შემადგენლობამ კახაბერ მაჭავარიანის თავმჯდომარეობით, მსჯავრდებული შ.ქ.-ს მიმართ დაადგინა შემდეგი:
ბრალდებულ შ. ქ.-ს სსკ 177-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულზე გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, აღნიშნული კანონის 16-ე მუხლის საფუძველზე, შ. ქ.-ს, 1/4-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით. |