სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ ლ. ტ.-ს საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
მსჯავრდებულს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ, ლ. ტ.-სა და ზ. კ.-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მსჯავრდებულმა ლ. ტ.-მ დანით, მოკვლის მიზნით, 4 -ჯერ მიაყენა ჭრილობა ზ. კ.-ს. დაზარალებულმა, მიიღო გულმკერდის უკანა ზედაპირზე სახიფათო ნაჩხვლეტი ჭრილობები.
მომხდარის შემდგომ, ლ. ტ. ადგილიდან მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებული ლ. ტ. დამნაშავედ ცნო, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლებით, (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა. კონკრეტულად, 2008 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელის ვადა.
საბოლოო სასჯელის ზომად ლ. ტ.-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. |