quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ საქმეზე ჯოზეფ კეი - გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო

16-12-2013

2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასაქმეზე - ჯოზეფ კეი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, მოპასუხე გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო  დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ჯოზეფ კეის სარჩელი. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 -  78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე  მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისათვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.  მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა ’’კურიერისა’’ და ტელეკომპანია ”იმედის”  საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკის” ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მის მიერვე, 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ; მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად.

 

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია