2013 წლის 17 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და აშშ-ს დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი ევრაზიის ქვეყნებში პოლ კარტერი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო.
მამუკა ახვლედიანმა სტუმრებს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები დაათვალიერებინა. სტუმრები, ასევე გაეცნენ სასამართლოში საქმის მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებს. მათ საშუალება ჰქონდათ ახლად გახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაეთვალიერებინათ და უშუალოდ დაკვირვებოდნენ მისი ფუნქციონირების ეფექტურობას.
ამერიკული მართლმსაჯულების წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაინტერესება სასამართლოში საქმის ელექტრონულმა წარმოებამ გამოიწვია. სასამართლოს თავმჯდომარემ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დღესვე პოლ კარტერი თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამრთლეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო მონიტორინგის პროექტს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტურობის, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის თვალსაზრისით სასწავლო პროგრამის მომზადების საკითხებს.
|