თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და 41-ე და 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
სტუმრებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და სასამართლო სხდომის დარბაზები სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ დაათვალიერებინა. სტუმრებმა ცენტრის ფუნქციონირების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და თავად დააკვირდნენ სასამართლოში საქმის მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებს.
სასამართლოს მენეჯერმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სასამართლო მედიაციის სესიებისათვის განკუთვნილი ოთახებიც აჩვენა და მედიაციის ახალი საპილოტე პროექტის შესახებ ესაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისათვის საინტერესო არაერთი ღონისძიება იგეგმება. |