quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს

21-12-2013

2013 წლის 20 დეკემბერს,  ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნიკოლოზ მენთეშაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების გიორგი და ნიკოლოზ ბეჟაშვილების მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 28 მაისს,  სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში, გიორგი ბეჟაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, განიზრახა ნიკოლოზ მენთეშაშვილის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით,  ბრალდებულმა ცივი იარაღი -  დანით   ნიკოლოზ მენთეშაშვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად,  ნიკა ბეჟაშვილმა იმავე დღეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ.ხ-ს, რის გამოც გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა.

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი ნიკოლოზ ბეჟაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა ხულიგნობის ჩადენა. ბრალდებული ნიკოლოზ ბეჟაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.  ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში (109-ე მუხლი) გამართლდა გიორგი ბეჟაშვილი და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სს კოდექსის 113-ე მუხლზე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით), რომელშიც ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროში გასვლიდან პირველ სამ საათში მიიღეს.

არნიშნულ  სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 14 სასამართლოს სხდომა და დაიკითხა ბრალდების 30  და დაცვის3 მოწმე. საქმის არსებითად განხილვისას, გამოკვლეულ იქნა  როგორც წერილობითი ისე ნივთიერი ხასიათის მტკიცებულებები. 

 

ბრალდებულ გიორგი ბაჟაშვილის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება 2013 წლის 23 დეკემბერს 11 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია