quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

22-12-2013

2013 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების  თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 50 ათასი ლარის ოდენობით.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ:  ბრალდებული არ არის  ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისათვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება   და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება.  

აღნიშნულ სს საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2014 წლის 5 თებერვალს.

რაც შეეხება თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, 2013 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერის გიორგი (გიგი) უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სს საქმეზე  შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას, გიორგი უგულავას  თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას, სწორედ  გამოძიებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ  მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია