quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

30-12-2013

2013 წლის 30 დეკემბერს თბილსის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის  სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით,  სხდომის მდივანმა შეამოწმა ბრალდების მხარისა და მოსამართლის მიკროფონი, რამაც დარბაზში მცირედი ხმაური გამოიწვია. სისტემის ტექნიკური გამართულობის შემოწმების შემდეგ ბრალდებული დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია ხმაური, რაზედაც მას სხდომის მდივნისგან განემარტა მიკროფონის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. ახსნა-განმარტებით უკმაყოფილო ივანე მერაბიშვილმა ხმამაღალი და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სხდომის მდივანი და სასამართლო.

 აღნიშნული ქმედებით მხარემ დაარღვია წესრიგი და გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურისა და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მიერ. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მანდატურის სამსახურის  თანამშრომლებისა და სხდომის მდივნის მოხსენებითი ბარათები და თანდართული მასალები და ბრალდებულ ივანე მერაბიშვილს დააკისრა ჯარიმა">ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საჩივრდება ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. განკარგულება აღსრულებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია