| 
                	
                    
                     თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაციამ თანამშრომლებისა და მათი შვილებისათვის საახალწლო მიღება გამართა. 
თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟი ბავშვების საახალწლო განწყობაზე ზრუნავდნენ. შოუ-პროგრამა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და დასასრულს,   თოვლის ბაბუამ ახალი წელი ბავშვებს ტკბილეულით მიულოცა. 
  
საჯარო მოხელეთა ასოციაციის მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიება თანამშრომელთა შვილებისათვის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.                   |