quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ საპატრიარქოსთან მომხადარი ინციდენტის მონაწილეები სამართალდამრღვევებად ცნო

09-01-2014

2013 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ. თბილისში, 8 იანვარს, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შესახებ და  თორნიკე და ევგენი ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხვია ღვალაძე სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ს. ზაუტაშვილს  და მამა-შვილ ქავთარაძეებს ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა">ჯარიმა თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით, ხოლო, ვ. ღვალაძის მიმართ სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

საქმის მასალების მიხედვით,  ზემოხსენებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებმაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს.

სასამართლოსაქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია თორნიკე და ევგენი ქავთარაძეების, სანდრო ზაუტაშვილისა და ვეფხვია ღვალაძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის  ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილება">დადგენილება საჩივრდება  მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია