quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

არსრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

09-01-2014

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა არსრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე, ბრალდებულების ნ.წ.-სა და ამჟამად ძებნაში მყოფ ტ.ნ.-ს მიმართ.  მათ ბრალად ედებოდათ არასრულწლოვნით ვაჭრობა - სრულწლოვანი">არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება ექსპლუატაციის მიზნით, ხოლო ნ.წ.-ს ჩადენილი დამნაშავეზე მატერიალურად დამოკიდებულის   მიმართ.

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული  ნ. წ.  ისრაელის მოქალაქე ტ.ნ-სთან  უკანონო გარიგების სანაცვლოდ და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ექსპლუატაციას უწევდა არასრულწლოვან შვილს, კერძოდ ბრალდებული მასზე მატერიალურად დამოკიდებულ შვილს იყოლიებდა გარყვნილ ქმედებაში - არასრულწლოვანს სისტემატურად უღებდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს და ინტერნეტის საშუალებით უგზავნიდა სოცალურ ქსელში გაცნობილ ტ.ნ-ს, რომელიც ისრაელიდან პერიოდულად ურიცხავდა თანხებს.

 

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება   დადასტურებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ  უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. ნ.წ.-ს სასჯელის სახედ და ზომად  14 წლით  ხოლო ტ.ნ.-ს 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა  შეუფარდა. 

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპალაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან  ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, რადგან ტ.ნ.-ს მიმართ გაგამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად,  მას უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში, დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოგანაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია