Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა:

13-03-2014

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს გორის რაიონული სასამართლოს აპარატის შემდეგ თანამდებობებზე:

#

თანამდებობის დასახელება

ვაკანსია

თანამდებობრივი

სარგო (ლარი)

კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება)

4

კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი

2

570 

მანდატურის სამსახური

7

მანდატური

3

685

 

1.    კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი

 

·         უმაღლესი  განათლება. (სასურველია იურიდიული) ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

·         სასურველია სამუშაო გამოცდილება

კანონმდებლობის ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო
კანონმდებლობა;

·         საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;

·         რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულება;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ’’

·         "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;

·         საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი.

სხვა მოთხოვნები

·         საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

·         სასურველია უცხო ენის ცოდნა

 

 

2.    მანდატური

·                  სასურველია უმაღლესი განათლება

·                  სასურველია სამოშაო გამოცდილება

კანონმდებლობის ცოდნა

·      `საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი.

·      `შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის                          მე-9 მუხლი;

·      `იარაღის შესახებ~ საქართველოს კანონი;

·      სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-ვიდეო-,აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაწემის წესის შესახებ“ სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება

·      საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212- მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  85-ე მუხლი

 

კონკურსის პირობები:

მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს ხოლო მანდატურის კანდიდატის შემთხვევაში 22 წლიდან 50 წლამდე, აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონკურს ატარებს გორის რაიონული სასამართლოს საკონკურო-საატესტაციო კომისია.

კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს სამი კვირისა 2 ეტაპად:

1.      კანდიდატთა შემოსული განაცხადების შერჩევა;

2.      განაცხადების შერჩევის შედეგად მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამარჯვებულმა ორ კვირაში უნდა წარმოადგინოს დამატებითი საბუთები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.

დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ გორის რაიონულ სასამართლოს  შემდეგ მისამართზე: ქ. გორის ს. ჯორბენაძის ქუჩა #30. ტელ.: + 370 27 31 58

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით

საბუთების მიღება წარმოებს ელექტრონულად www.hr.gov.ge-ის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია