Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გორის რაიონულმა სასამართლომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

29-09-2014
გორის რაიონულმა სასამართლომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2014 წლის 24  სექტემბერს, გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი გულისხმობს მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული დაოსტატებისა და განვითარების მიზნით სტუდენტების მიერ გორის რაიონულ სასამართლოსთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია