Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გორის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა

13-12-2012
გორის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა

გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს განხილული იქნა ვაჟა ჩახვაშვილის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მიმართ;

გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში 2011 წლის 12 აპრილს გაიმარჯვა ვაჟა ჩახვაშვილმა, რომლის თანახმადაც მას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 706 2 მიწის ნაკვეთი; აუქციონის ჩატარებისას ვაჟა ჩახვაშვილის მიერ კომისიისთვის შეთავაზებული იქნა 123 356 ლარი, საიდანაც მას ბეს სახით გადახდილი ჰქონდა 24 670,80 ლარი. მან შეთავაზებული სყიდვის ფასის დარჩენილი თანხის ნაწილი - 98 685 ლარი გადაიხადა 2011 წლის 10 მაისს; მთლიან თანხას - 123 356 ლარს დააკლდა 20 თეთრი, რის გამოც აუქციონი გამოცხადდა გაუქმებულად. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვაჟა ჩახვაშვილს დაპირდა, რომ 98 685 ლარს დაუბრუნებდა უკან, თუმცა ეს დაპირება შესრულებული არ იქნა.

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიიჩნია, რომ აუქციონის გაუქმების გამო აღარ არსებობდა საპრივატიზებო ობიექტის დარჩენილი ღირებულების მოპასუხის საკუთრებაში დარჩენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ,,გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესისმე-10 მუხლით პირდაპირ და ცალსახად განისაზღვრა, რომ მყიდველის მიერ აუქციონის პირობების დარღვევის შემთხვევაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა მხოლოდ ბეს სახით შეტანილი თანხა, სხვა სახით შეტანილი თანხა კი მთლიანად უნდა დაბრუნებულიყო. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ, რომ იგი დაუბრუნებდა ობიექტის სყიდვის ფასის დარჩენილ ნაწილს - 98 685 ლარს, ვაჟა ჩახვაშვილს გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი); ამასთან, ვაჟა ჩახვაშვილის ვალდებულება, სრულად გადაეხადა ობიექტის სყიდვის ფასი, შეწყდა აუქციონის შედეგების გაუქმებულად გამოცხადების შემდეგ, რაც, საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქონების სყიდვის ფასის დარჩენილი თანხის - 98 685 ლარის ვაჟა ჩახვაშვილისათვის უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოშობდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- მუხლი).

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაავალა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, დაუბრუნოს ვაჟა ჩახვაშვილს მიწის ნაკვეთის სყიდვის ფასის დარჩენილი თანხის სახით გადახდილი 98 685 ლარი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია