Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

13-12-2012
ინფორმაცია

2012 წლის 10 თებერვალს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №011100212001 საქმეზე.

2012 წლის 13 თებერვალს ბრალი წარედგინა იოსებ მაისურაძეს (დაბადებული - 1987 წლის 16 ოქტომბერს, რეგისტრირებულის გორის რაიონის სოფელ ძარწემში, ფაქტობრივად მცხოვრებისგორის რაიონის სოფელ საქაშეთის დევნილთა ჩასახლება, კოტეჯი №75-ში), საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის პირველი ნაწილით( საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა). საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

2012 წლის 14 თებერვალს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ იოსებ მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა გირაო, ხოლო ამავე განჩინებით წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2012 წლის 3 აპრილს.

2012 წლის 3 აპრილს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნუსხა დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა სადავოდ გახადეს. საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 5 აპრილს.

2012 წლის 5-6 აპრილს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა სადაო მტკიცებულებები, კერძოდ დაიკითხნენ მოწმეები. ვინაიდან პირდაპირმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სასამართლო არ დაეყრდნო ირიბი მოწმეების პოლიციელების ჩვენებებს და ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი და უტყუარი იოსებ მაისურაძის ბრალის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა. ამასთან გათვალისწინებული იქნა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 2012 წლის 6 აპრილს იოსებ მაისურაძე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია