Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

13-12-2012
ინფორმაცია

ინფორმაცია ვახტანგ გერმანოზაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სისხლის სამართლის საქმე №011100195 (1/149-12) ვახტანგ ალექსანდრეს ძე გერმანოზაშვილის (დაბადებული - 1953 წლის 22 მარტს, მცხოვრები - . გორი, ქუთაისის . №38-ში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 22 მარტს. ვახტანგ გერმანოზაშვილს 2012 წლის 17 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 186- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2010 წლის 08 მარტს . გორის ავტოსადგურში, გორი-ზემო ხვედურეთის ავტობუსში დაუდგენელი პირი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სვეტლანა ფერსაშვილის კუთვნილ ხელჩანთას, რომელშიც სხვადახვა ნივთებთან და ფულად თანხასთან ერთად მოთავსებული იყო მისი კუთვნილი - 58 ლარად ღირებული „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. ქურდობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა სულ - 85 ლარის ქონებრივი ზიანი. 2010 წლის 19 მარტს, სვეტლანა ფერსაშვილისთვის მოპარული აღნიშნული მობილური ტელეფონი დაუდგენელმა პირმა მიიტანა გორის საკოლმეურნეო ბაზარში, რათა მოეხდინა მისი რეალიზაცია. მან ნახა იმავე ბაზარში ტანსაცმლით მოვაჭრე ვახტანგ გერმანოზაშვილი, რომელსაც შესთავაზა, რომ მიჰყიდიდა იაფად, თუმცა მას არ წარმოუდგენია ტელეფონის ყუთი. მიუხედავად აღნიშნულისა ვახტანგ გერმანოზაშვილმა მაინც გადაწყვიტა შეეძინა იგი და უცნობ პიროვნებას გადაუხადა - 25 ლარი, რის შემდეგაც აგრძელებდა აღნიშნული „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონის ფლობას და სარგებლობას, ვიდრე 2010 წლის 06 აპრილს იგი გამომძიებლის მიერ არ იქნა ამოღებული), ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 18 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 15 დღე. 2012 წლის 27 მარტს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 11 აპრილს 1400 საათზე და 2012 წლის 11 აპრილს ბრალდებულ ვახტანგ გერმანოზაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია