Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

13-12-2012
ინფორმაცია

ინფორმაცია ნუგზარ ბალიაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სისხლის სამართლის საქმე №090101199 (1/153-12) ნუგზარ დავითის ძე ბალიაშვილის (დაბადებული - 1955 წლის 21 სექტემბერს, პირადი ნომერი - 43001034839, მცხოვრები - ქარელის რაიონის სოფელ რუისში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 23 მარტს. ნუგზარ ბალიაშვილს 2012 წლის 22 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260- მუხლის მე-2 ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნუგზარ ბალიაშვილმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებანედლი მარიხუანა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა. 2010 წლის 22 ნოემბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაჩხრეკილი იქნა ქარელის რაონის სოფელ რუისში მდებარე ნუგზარ ბალიაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ამ უკანასკნელის კუთვნილი მშენებარე სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებანედლი მარიხუანა“, საერთო წონით - 358,03 გრამი) და იმავე დღეს, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 30 დღე.

/წლის 02 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 10 აპრილს 1400 საათზე, ხოლო 2012 წლის 18 აპრილს ბრალდებულ ნუგზარ ბალიაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია