Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქურდობაში ბრალდებულის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
ქურდობაში ბრალდებულის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

ინფორმაცია გიორგი გოგიშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სისხლის სამართლის საქმე №011101051 (1/156-12) გიორგი ელდარის ძე გოგიშვილის (დაბადებული - 1991 წლის 07 იანვარს, პირადი №59001104715, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 26 მარტს. გიორგი გოგიშვილს 2012 წლის 15 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2010 წლის 03 დეკემბერს გიორგი გოგიშვილი იმყოფებოდა მამის - ელდარ გოგიშვილის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მამის კუთვნილ თანხას. განზრახვა იმავდროულად მოიყვანა სისრულეში, შევიდა ოთახში, სადაც ელდარ გოგიშვილი ფულს ინახავდა და ჭურჭლის კარადიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ - 50 (ორმოცდაათ) ლარს) 2012 წლის 16 მარტს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე.

/წლის 03 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 11 აპრილს 1400 საათზე, ხოლო 2012 წლის 25 აპრილს საქმის არსებითი განხილვის სხდოაზე ბრალდებულ გიორგი გოგიშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ

 

მოსამართლე დავით მგელიაშვილი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია