Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ყალბი დოკუმენტის დამზადებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლო გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

30-04-2012
ყალბი დოკუმენტის დამზადებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლო გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

   

2012 წლის 06 მარტს შსს გორის რაიონული სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №011060312001 საქმეზე. 2012 წლის 11 აპრილს თამარ გოდერძის ძე ილურიძეს (დაბადებული - 1986 წლის 17 დეკემბერს პირადი №59001031509, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონეს, რეგისტირებულის - .გორი შინდისის გზატკეცილი №3, ბინა №22 -ში, ფაქტობრივად მცხოვრებიგორის რაიონი სოფელი მეჯვრისხევში), წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362- მუხლის პირველი ნაწილით. რაც გამოიხატა შემდეგში: თამარ ილურიძე დაბადებულია 1986 წლის 17 დეკემბერს. იმ მიზეზით, რომ პატარა ასაკიდანვე შეეყვანათ იგი სკოლაში, 1992 წელს მისმა მშობლებმა აუღეს ახალი დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების თარიღად ჩააწერინეს ყალბი მონაცემები, თითქოს იგი დაბადებული იყო 1986 წლის 17 აგვისტოს. აღნიშნული ყალბი დაბადების მოწმობის გამოყენებით 2003 წელს თამარ ილურიძემ სრს გორის სამსახურში აიღო ყალბი პირადობის მოწმობა, სადაც დაბადების თარიღად ასევე დაფიქსირებული ჰქონდა 1986 წლის 17 აგვისტო. 2011 წლის ივლისის თვეში თამარ ილურიძემ გადაწყვიტა გამოეყენებინა 2003 წელს აღებული პირადობის მოწმობა და ვინაიდან მას გასდიოდა ვადა შეეცვალა იგი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივიდა სრს გორის სამსახურში და წარადგინა აღნიშნული ყალბი პირადობის მოწმობა, რის შედეგადაც იგივე გაყალბებული მონაცემებით 2011 წლის 28 ივლისს მის სახელზე დამზადებულ იქნა პირადობის მოწმობა.

2012 წლის 30 აპრილს საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარად და დამაჯერებლად არ ადასტურებდნენ თამარ ილურიძის ბრალს საქართველოს სსკ-ის 362- მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და თამარ გოდერძის ძე ილურიძე გამართლდა.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია