Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ყალბი დოკუმენტის დამზადებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლო გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
ყალბი დოკუმენტის დამზადებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლო გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

   

სისხლის სამართლის საქმე №011170312002 (1/187-12) დიმიტრი დავითის ძე რევაზაშვილის (დაბადებული - 1993 წლის 24 დეკემბერს, პირადი №59401128734, არასრული-საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - გორის რაიონის სოფელ ატენში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 14 აპრილს. დიმიტრი რევაზაშვილს 2012 წლის 30 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი). კერძოდ, დიმიტრი რევაზაშვილი დაიბადა 1993 წლის 24 დეკემბერს, რის თაობაზეც გორის რაიონის სოფელ ატენის /საბჭოში გაკეთდა №1 სააქტო ჩანაწერი და 1994 წლის 03 იანვარს გაცემული იქნა დაბადების მოწმობა დიმიტრი რევაზაშვილის სახელზე. იმავე წელს, მისი ბაბუის, აწ გარდაცვლილი გოდერძი რევაზაშვილის მიერ მოხდა აღნიშნული დაბადების მოწმობის გაყალბება. კერძოდ, სახელი დიმიტრი ჩასწორდა დემეტრედ, რაც დიმიტრი რევაზაშვილმა გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დაბადების მოწმობის გაყალბების შესახებ. კერძოდ, 2009 წლის 23 დეკემბერს მიმართასრს გორის სამსახურსპირადობის მოწმობის ასაღებად და წარადგინა აღნიშნული ყალბი დაბადების მოწმობა, რის საფუძველზეც 2010 წლის 05 იანვარს დემეტრე რევაზაშვილის სახელზე გაცემული იქნა პირადობის მოწმობა1326003, / 59401128734. მანვე, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების მიზნით, 2012 წლის 10 იანვარსსრს გორის სამსახურშიწარადგინა ყალბი პირადობის მოწმობა, რის საფუძველზეც გაიცა ელოქტრონული პირადობის მოწმობა #11IB40038, / 59401128734. 2012 წლის 31 მარტს, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით დიმიტრი რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 30 დღე.

/წლის 30 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 08 მაისს 1500 საათზე და იმავე დღეს ბრალდებულ დიმიტრი რევაზაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
დავით მგელიაშვილი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია