Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულის პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

16-05-2012
ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულის პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

/წლის 30 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 08 მაისს 1400 საათზე, ხოლო 2012 წლის 16 მაისს ბრალდებულ არჩილ ბაციკაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სისხლის სამართლის საქმე №090091166 (1/192-12) არჩილ სერგოს ძე ბაციკაძის (დაბადებული - 1964 წლის 14 სექტემბერს, პირადი №43001028650, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 19 აპრილს. არჩილ ბაციკაძეს 2012 წლის 12 აპრილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260- მუხლის მე-2 ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, მას ბრალი დაედო მასზე, რომ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებამშრალი მარიხუანა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა. 2009 წლის 20 ოქტომბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაჩხრეკილი იქნა ქარელის რაონის სოფელ ტახტისძირში მდებარე არჩილ ბაციკაძის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებამშრალი მარიხუანა“, საერთო წონით - 187,08 გრამი.

მოსამართლე
დავით მგელიაშვილი

16.05.2012 წელი 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია