Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2012 წლის 08 მარტს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №011130412004 საქმეზე.

2012 წლის 29 მარტს ბრალი წარედგინა თანდილ გელაშვილს (დაბადებული - 1989 წლის 12 აგვისტოს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების. გორი, მოსლოვის . №6/29-ში), საქართველოს სსკ-ის 186- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღება არაერთგზის). საქართველოს სსკ-ის 186- მუხლის მეორე ნაწილისქვეპუნქტი ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2012 წლის 29 მარტს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ თანდილ გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა გირაო, ხოლო ამავე განჩინებით წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2012 წლის 20 აპრილს.

2012 წლის 20 აპრილს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნუსხა დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა სადავოდ გახადეს. საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 25 აპრილს.

2012 წლის 1-21 მაისს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა სადაო მტკიცებულებები, კერძოდ დაიკითხნენ მოწმეები. ვინაიდან სასამათლო სხდომაზე დაკითხულმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ბრალდებულის განზრახვა იმის შესახებ რომ წინასწარი შეცნობით ახდენდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღებას, ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი და უტყუარი თანდილ გელაშვილის ბრალის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა. ამასთან გათვალისწინებული იქნა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 2012 წლის 21 მაისს თანდილ გელაშვილი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია