Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

სისხლის სამართლის საქმე №077050412001 (1/203-12) გაიანე ტრისტანის ასული კოჩლავაშვილის (დაბადებული - 1976 წლის 15 ივლისს, პირადი №59001001587, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - . გორი . კეცხოველის . №38-ში ) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 21 აპრილს. გაიანე კოჩლავაშვილს 2012 წლის 11 აპრილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 187- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, გაიანე კოჩლავაშვილს კონფლიქტი აქვს მეზობელთან - . გორში, კეცხოველის . № 25-ში მცხოვრებ გულნარა ჯავახიშვილთან, რის გამოც განიზრახა ამ უკანასკნელის კუთვნილი ნივთის დაზიანება და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2012 წლის 05 აპრილს, საღამოს საათებში, იგი მივიდა გულნარა ჯავახიშვილის საცხოვრებელ სახლთან და ქვით ჩაუმსხვრია სახლში შესასვლელი კარის შუშა, რამაც გამოიწვია - 170 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

22012 წლის 11 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით გაიანე კოჩლავაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 30 დღე.

/წლის 04 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 16 მაისს 1400 საათზე, ხოლო 2012 წლის 23 მაისს ბრალდებულ გაიანე კოჩლავაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს (სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა), ხოლო დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა 7-8 ლარს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
დავით მგელიაშვილი

23.05.2012
წელი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია