Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

წინასწარი შეცნობით დანაშუალებირივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენასა და გასაღებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
წინასწარი შეცნობით დანაშუალებირივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენასა და გასაღებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

სისხლის სამართლის საქმე №011130412004 (1/186-12) თანდილ გოჩას ძე გელაშვილის (დაბადებული - 1989 წლის 12 აგვისტოს, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების. გორი, მოსკოვის . №6/29-ში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 14 აპრილს. თანდილ გელაშვილს 2012 წლის 29 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 186- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით, კერძოდ მას ბრალი დაედო, რომ 2012 წლის 20 თებერვლიდან 25 თებერვლამდე პერიოდში გორის რაიონის სოფელ გორიჯვრის ტერიტორიაზე ძიებით დაუდგენელი პირისაგან 40 ლარად შეიძინა ბენზინზე მომუშავე ხერხი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირს არ წარმოუდგენია აღნიშნული ხერხის არანაირი საბუთი, რაც ადასტურებს იმას, რომ დანაშუალებრივი გზით იყო მოპოვებული. 2012 წლის მარტის თვის პირველ რიცხვებში თანდილ გელაშვილმა აღნიშნული ხერხი 40 ლარად მიჰყიდა თემურ ლორთქიფანიძეს.

2012 წლის 20 აპრილს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 25 აპრილს. ხოლო 2012 წლის 21 მაისს თანდილ გელაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართელებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამოდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრადლებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
ნინო გერგაული

21.05. 2012
წელი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია