Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

სისხლის სამართლის საქმე №011110326 (1/201-12) მიხეილ დავითის ძე სურამელის (დაბადებული - 1946 წლის 10 ივლის, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, პენსიონერი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებისგორის რაიონის სოფელ ბროწლეთში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 20 აპრილს. მიხეილ სურამელს 2012 წლის 03 აპრილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 187- მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ მას ბრალი დაედო, რომ 2011 წლის მაისის თვიდან პერიოდულად აზიანებდა იამზე ვახტანგაშვილის კუთვნილ ნარგავებს. 2011 წლის 02 ივნისს მიხეილ სურამელი კვლავ მივიდა იამზე ვახტანგაშვილის მიწის ნაკვეთში და დააზიანა იამზე ვახტანგაშვილის კუთვნილი ვაშლისა და ატმის რამდენიმე ძირი ნარგავი. აღნიშნული ქმედებით იამზე ვახტანგაშვილს მიადგა 2200 (ორიათას ოარსი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ევე ფარულად დაეუფლა ლითონის მცირე ზომის სეიფს, თუმცა სეიფის გატანა ვერ შესძლო ხმაურზე გამოეღვიძა ვალერიან ოქროპირიძეს, ზაქარია ბურნაძემ დააგდო სეიფი ეზოში და გაიქცა.

2012 წლის 26 აპრილს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 04 მაისს. ხოლო 2012 წლის 24 მაისს მიხეილ სურამელის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთან საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ იყო დანაშაულის შემადგენელი ნიშნები. საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამოდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრადლებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
ნინო გერგაული

24.05. 2012
წელი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია