Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბინაში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
ბინაში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

 

სისხლის სამართლის საქმე №011110263 (1/242-12) ზაქარია გიორგის ძე ბურნაძის (დაბადებული - 1979 წლის 25 აგვისტოს, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებისგორის რაიონის სოფელ არაშენდაში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 16 მაისს. ზაქარია ბურნაძეს 2012 წლის 14 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით, კერძოდ მას ბრალი დაედო, რომ 2012 წლის 30 აპრილს ზაქარია ბურნაძემ განიზრახა უკანონოდ შეეღწია სოფელ არაშენდაში მცხოვრებ ვალერიან ოქროპირიძის საცხოვრებელ სახლში და დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი იმავე დღეს, დაახლოებით 04 საათსა და 30 წუთზე, მივიდა ვალერიან ოქროპირიძის საცხოვრებელ სახლთან, გადავიდა ღობეზე, ამოიღო სახლში შესასვლელი კარებიდან მინა, გააღო კარი და უკანონოდ შეაღწია ვალერიან ოქროპირიძის საცხოვრებელ ბინაში. იგი ფარულად დაეუფლა ვალერიან ოქროპირიძის შარვლის ჯიბეში არსებულ 105 (ასხუთ) ლარს, ამის შემდეგ შეაღწია სათავსო ოთახში და ასევე ფარულად დაეუფლა ლითონის მცირე ზომის სეიფს, თუმცა სეიფის გატანა ვერ შესძლო ხმაურზე გამოეღვიძა ვალერიან ოქროპირიძეს, ზაქარია ბურნაძემ დააგდო სეიფი ეზოში და გაიქცა.

2012 წლის 25 მაის განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 06 ივნისს. ხოლო 2012 წლის 20 ივნის ზაქარია ბურნაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
ნინო გერგაული

20.06. 2012
წელიი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია