Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, ასევე ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

27-06-2012
ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, ასევე ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

   

სისხლის სამართლის საქმე №011090951 (1/261-12) მამუკა ვლადიმერის ძე კარელიძის მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 25 მაისს. მამუკა კარელიძეს 2012 წლის 22 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, კერძოდ მას ბრალი დაედო, მასში რომ 2009 წლის 22 სექტემბერს მამუკა კარელიძე იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ბნავისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტყეში, სადაც იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელის მსხვრევადი ყუმბარის ფალია, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იგი და წაიღო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ამავე სოფელში. იგი ამ დროს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მას. სახლში მისვლისას მამუკა კარელიძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას გამოაცალა გამშვები რგოლი, რამაც გამოიწვია აფეთქება და მამუკა კარელიძემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

2012 წლის 15 ივნისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 20 ივნისს. ხოლო 2012 წლის 27 ივნისს მამუკა კარელიძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
შალვა კაკაურიძე

27.06. 2012
წელი

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია