Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი გან

13-12-2012
ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი გან

სისხლის სამართლის საქმე №011130612002 (1/281-12) ელგუჯა სონგულას ძე ჩოხელის მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 16 ივნისს. ელგუჯა ჩოხელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177- მუხლის მე-3 ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით, კერძოდ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2012 წლის 12 ივნისიდან 13 ივნისის პერიოდში, ღამის საათებში ელგუჯა ჩოხელი იმყოფებოდა . გორში სტალინის ქუჩის №21 კორპუსთან თავისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მან კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სუპერმარკეტჯორჯიტასთან’’ გზის პირას შენიშნა თავისი ნაცნობის - ელდარ ელბაქიძის კუთვნილი შავი ფერის „mazda MPV“ მარკის ავტომანქანა სახ №ESE-407, რის შემდეგაც იგი მივიდა ავტომანქანასთან, შენიშნა რომ მანქანის კარებები იყო ღია და ეკეთა გასაღები. მან განიზრახა უკანონოდ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ელგუჯა ჩოხელმა გააღო ავტომანქანის კარი, დაქოქა ავტომანქანა, რითაც იგი უკანონოდ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ელდარ ელბაქიძის კუთვნილ, შავი ფერის „mazda MPV“ მარკის ავტომანქანას სახ №ESE-407, რის შემდეგაც გადაიყვანა და გააჩერა ქუჩის მეორე მხარეს სტალინის ქუჩა №24 კურპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2012 წლის 22 ივნისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 29 ივნისს. ხოლო 2012 წლის 29 ივნისს ელგუჯა ჩოხელის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
შალვა კაკაურიძე
29.06. 2012
წელი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია