Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამრთლებელი განაჩენი დაადგინა

სისხლის სამართლის საქმე №011130612005 (1/292-12) უჩა ანდროს ძე აწკარუნაშვილი (დაბადებული - 1987 წლის 27 მარტსს, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებისგორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 22 ივნისს. უჩა აწკარუნაშვილს 2012 წლის 21 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 186- მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ მას ბრალი დაედო, რომ 2012 წლის 06 აპრილს უჩა აწკარუნაშვილმა ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქუჩა №7-ში მდებარე სახელოსნოში გიორგი პავლიაშვილისაგან წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივად მოპოვებული 70 (სამოცდაათი) ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი საიდენთიფიკაციო ყუთის გარეშე შეიძინა 7 (შვიდ) ლარად.

2012 წლის 29 ივნისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 10 ივლისს. ხოლო 2012 წლის 19 ივლის უჩა აწკარუნაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
ნინო გერგაული

19.07. 2012
წელი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია