Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

13-12-2012
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

სისხლის სამართლის საქმე №082310112801 (1/307-12) ბესიკ ვიტალის ძე კინწურიას (დაბადებული - 1984 წლის 19 იანვარს, პირადი №01002019499, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები - . თბილისი, გლდანის მე-8 /, კორპუსი №12, ბინა №68) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 09 ივლისს; ბესიკ კინწურიას 2012 წლის 27 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა - 7,62 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2010 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 19 საათზე, ბესიკ კინწურია კუთვნილიტოიოტა ლანდ-კრუიზერისმარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით TBI-090, მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47- კმ/ზე დასავლეთის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა ბეტონის ბორდიურს და ამობრუნდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ბესიკ კინწურიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუში 7,62 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის - akc-47, akm, akmc, akmcy, კარაბინებისათვის - ckc caiga და ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ვაზნა სავარაუდოდ ვარგისია სროლისათვის და სავარაუდოდ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

2012 წლის 28 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ბესიკ კინწურიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 15 დღე.

/წლის 24 ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 01 აგვისტოს 1400 საათზე და იმავე დღეს ბრალდებულ ბესიკ კინწურიას მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
დავით მგელიაშვილი

01.08. 2012
წელი

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია