Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

13-12-2012
ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სისხლის სამართლის საქმე, №011121011005 (1/318-12) ნინო ზურაბის ასულ ილარიანის მიმართ, გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 17 ივლისს. ნინო ილარიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177- მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძოდ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2011 წლის 12 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში, არასრულწლოვანმა ნინო ილარიანმა მეზობლის მარიამ ილარიანთან სტუმრად მყოფ მარგალიტა ჭალელაშვილის ხელჩანთიდან მოიპარა 70 ლარი.

2012 წლის 24 ივლისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 01 აგვისტოს. ხოლო 2012 წლის 02 აგვისტოს ნინო ილარიანის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
შალვა კაკაურიძე

02.08. 2012
წელი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია