Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

30-08-2012
ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

   

სისხლის სამართლის საქმე №077110107 (1/297-12) ვლადიმერ კამოს ძე სანდაძის (დაბადებული - 1962 წლის 05 ივლისს, პირადი №59001068956, უმაღლესი განათლებით, უმუშევარი, დასაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები -. გორი, მშვიდობის გამზირი №17/16-ში) მიმართ, გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 27ივნისს; ვლადიმერ სანდაძეს 2012 წლის 12 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177- მუხლის მე-2 ნაწილის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, 2012 წლის 09 აპრილს შეაღწია ალიონა დუმბაძის კუთვნილ სათავსოში და დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ხელის საკერავ მანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 40 ლარის მატერიალური ზიანი

2012 წლის 12 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ვლადიმერ სანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 30 დღე.

/წლის 18 ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 25 ივლისს 1400 საათზე. საქმის განხილვლა დასრულდა 2012 წლის 30 აგვისტოს და ბრალდებულ ვლადიმერ სანდაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ, ქურდობის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოსამართლე
შორენა წიქარიძე

30.08. 2012
წელი

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია