სისხლის სამართლის საქმე №077060412002 (1/308-12) მერაბ გიორგის ძე გოგიჩაშვილის (დაბადებული - 1963 წლის 20 იანვარს, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, სს ”გორი გაზის” აღმრიცხველი, რეგისტრირებული ქ. გორი, რუსთაველის ქ. №21-ში) მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა 2012 წლის 09 ივლისს. მერაბ გოგიჩაშვილს 2012 წლის 09 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111-1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ მას ბრალი დაედო, რომ 2012 წლის 06 აპრილს ქ. გორში, რუსთაველის ქუჩა №21-ში მისსავე საცხოვრებელ სახლში მერაბ გოგიჩაშვილმა სახის არეში გაარტყა ხელი მეუღლეს - ნონა გოგოლაძეს, რამაც გამოიწვია ნონა გოგოლაძის ფიზიკური ტკივილი.
2012 წლის 17 ივლისს განხილულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 19 ივლისს. 2012 წლის 12 სექტემბერს მერაბ გოგიჩაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწლიდან გამომდინარე ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოსამართლე ნინო გერგაული 12.09. 2012 წელი
|